20, თებერვალი 2019 17:12:00
,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ბათუმის მერებს მოუწოდებენ, გაარკვიონ იმ ხორცის წარმომავლობა, რომელიც საბავშვო ბაღებს მიეწოდებათ. ოპოზიციის მტკიცებით, პირი, რომელიც სამტრედიის საბავშო ბაღებს საქონლის ხორცით ამარაგებდა, კავშირი აქვს იმ კომპანიებთან, რომლებიც აჭარაში, რამდენიმე საბავშო ბაღებსაც აწვდის ხორცს. ლევან ანთაძის თქმით, გარდა საბავშო ბაღებისა, მეწარმეები ხორცპროდუქტს უფასო სასადილოებსაც აწვდიან. ისინი პროკურატურას ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.